ბაგრატის ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს და კედლის ინტერიერს აზიანებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს, რომლის მიზეზიც 2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებული სამშენებლო ხარვეზებია.
„წვიმის დროს, გუმბათის თითქმის ყველა სარკმლზე გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათივ ჩანს წყლის ლაქები. სპეციალისტების დასკვნით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი, სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა. კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე, სადაც ახლად წარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შპს „არქიტექტორები და კომპანიამ“ არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება უნდა დააჩქაროს. აღნიშნულ ვალდებულებას მას სამშენებლო ჯგუფს საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე გაფორმებული ხელშეკრულება აკისრებს.
16 ივნისს მხარეები თბილისში სამუშაო შეხვედრას გამართავენ და უფრო კონკრეტულად განისაზღვრება აღდგენითი მეთოდოლოგია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები