ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენი თავისუფალია

ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა. მაყაშვილს გირაო შეეფარდა. მას სასამართლო პროცესების დასრულებამდე, ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ 15 ქართველი დააკავა, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყვნენ ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე. ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები