სუს-მა ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა (ვიდეო)

​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის, ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი ზ.ა. დააკავეს.
როგორც „კვირას“ სუს-იდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა ქვემო ქართლში, ასურეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 1000 კვ.მ. ტყის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, მოსთხოვა 6000 ლარის გადახდა.​გამოძიება ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები