“ყველა თანასწორია” – ტარას ბიბილაშვილის გამოფენა გაიხსნება

18 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თანამედროვე ვიზუალური მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ტარას ბიბილაშვილის გამოფენა გაიხსნება.
გამოფენის ორგანიზატორია გამომცემლობა „მინიატურა“.
როგორც „კვირას“ გამომცემლობიდან აცნობეს, ტარას ბიბილაშვილის ნამუშევრებს საქართველოს საზღვრებს გარეთ უფრო იცნობენ, ვიდრე ჩვენთან. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1993 წელს შემოქმედებითი მოღვაწეობა განაგრძო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კერძოდ, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში, სადაც ჰქონდა მრავალი ჯგუფური და პერსონალური გამოფენა.
მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა და 18 ივნისს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. ტარას ბიბილაშვილი მოხვდა მსოფლიოს 100 საუკეთესო მხატვარს შორის. მისი ფერწერული ნამუშევრები გამოირჩევა კოლორიტული მრავალფეროვნებით. მხატვარი უპირისპირებს ერთმანეთს, მაღალი ჟღერადობის ფერად, აბსტრაქტულ ლაქებს. იგი ამ გზით ცდილობს, გვაჩვენოს თანადროული, პრობლემების თავისეული, შინაგანი, სამყაროს ანალიზი.
მხატვრის აზრით ყველა ადამიანი თანასწორია და მიუღებელია ერთმანეთის ჩაგვრა. გამოფენა მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ და დამთვალიერებლის წინაშე წარდგება სახელწოდებით: “ყველა თანასწორია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები