თურქეთში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა (ფოტოკოლაჟი)

თურქეთის დასავლეთ ნაწილში 12 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,3 შეადგინა.
მიწისძვრა ბურსას, ჩანაქალეს და იზმირის პროვინციებში იგრძნობოდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ყარაბურუნის რეგიონში მდებარეობდა, საბერძნეთის საზღვრის სიახლოვეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაბამის სამსახურებს ზარალის დათვლა და დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები