ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის მასობრივი ღონისძიებების წესების დარღვევისთვის გაასამართლეს.
ნავალნი ორშაბათს საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს. მას მოსკოვის სიმონოვსკსის სასამართლომ მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო.
რუსეთში 12 ივნისს საპროტესტო აქციები გაიმართა. ოპოზიციის მიტინგები 145 ქალაქში გაიმართა. პოლიციამ აქციების 100-მდე მონაწილე დააკავა. ყველაზე მეტი ადამიანი – 700, რუსეთის დედაქალაქში დააკავეს.