მიუნხენის სარკინიგზო სადგურზე სროლა მოხდა – დაჭრილია პოლიციელი
მიუნხენის საგარეუბნო მატარებლების სადგურზე სროლის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიჭრა. ამის შესახებ გამოცემა „ფოკუს ონლაინი” იუწყება.
სროლის შემდეგ, ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფები მივიდნენ. სამართალდამცველებმა სადგურს ალყა შემოარტყეს, ხოლო მატარებლების მიმოსვლა შეწყდა.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.