გიორგი ალიბეგაშვილი მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, საქართველოს დამსახურებული მხატვრის – მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
ღონისძიებაზე, რომელიც კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზაში“ გაიმართა, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა, ცნობილი მოქანდაკე გაიხსენა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუჩას, სადაც მერაბ ბერძენიშვილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მისივე სახელი დაერქვა.
მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნისადმი მიღძვნილ საღამოს საქართველოს დამსახურებული მხატვრის მეგობრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.