პოდგორიცასა და დუბროვნიკში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნა

10-12 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები მონტენეგროსა და ხორვატიაში იმყოფებოდნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ”ეკვილიბრიუმის” ფარგლებში, მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცას ბიბლიოთეკასა და ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნა. ”მოძრაობა ეკვილიბრიუმი” ქართული კულტურის ელჩად ყალიბდება, ჩვენ გვაქვს ამ მოძრაობის მასშტაბურობის ამბიცია და ვფიქრობთ, შესაძლებლობაც. პოდგორიცაში, ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, აქამდე თქვენი ენა რუსული გვეგონაო. ამიტომაც არის ეს მოძრაობა მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები