მოსკოვში საპროტესტო აქციის 700-მდე მონაწილე დააკავეს (ფოტოკოლაჟი)

მოსკოვში საპროტესტო აქციაში მონაწილე 700-მდე ადამიანი დააკავეს. რუსეთის დედაქალაქში აქციაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ამის შესახებ გამოცემა „ოვდ-ინფო“ იუწყება.
აქცია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ არის ორგანიზებული. ნავალნი პოლიციამ აქციაზე მისვლამდე, საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავა.
მიტინგის მონაწილეები რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ლოზუნგებით შეიკრიბნენ. ისინი სკანდირებდნენ „რუსეთი პუტინის გარეშე!“, „მედვედევი გასამართლდეს!“ “პუტინი ქურდია!“ „სირცხვილია!“, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები