საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წელი საზეიმოდ აღინიშნება

17 ივნისს გერმანიის საელჩო და განვითარების სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციები, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ერთად აღნიშნავენ საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში არსებული თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 13:00 საათიდან 22:00 საათამდე განახლებული აღმაშენებლის გამზირზე სტუმრებს ელით მრავალფეროვანი პროგრამა ცოცხალი მუსიკით, ტოქშოუებით, წარმოდგენებითა და სხვადასხვა თამაშით. მონაწილე ორგანიზაციები წარმოდგენილნი იქნებიან სპეციალური სტენდებით, სადაც სტუმრებს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. ბავშვებს ექნებათ ხატვის, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის შექმნისა და პრიზების მოგების საშუალება.

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდგომ წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა:

ფორუმ თეატრი World Vision;
მე
-6 საავტორო სკოლის გუნდიგეორგიკა“;
ინტერვიუ
გერმანიიდან დაბრუნებულ ქართველ ექსპერტებთან (რეინტეგრაციის წარმატებული ისტორიები, პროგრამამიგრაცია განვითარებისთვის“);
ახალგაზრდა
მხატვართა ხელოვნების კონკურსისაქართველოს მწვანე მომავალი“;
პანელური
დისკუსია: “საქართველოს ახალგაზრდობა მომავალს უყურებს“;
მოძრაობის
თეატრის წარმოდგენა  “ლაბირინთიგარემოსდაცვით და ბიომრავალფეროვნების თემაზე;
ბენდ
“Yellow”- კონცერტი.  

განახლებული აღმაშენებელის გამზირზე მონაწილე ორგანიზაციები წარმოდგენილი იქნებიან სპეციალური სტენდებით, სადაც სტუმრებს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. ბავშვებს ექნებათ ხატვის, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნისა და პრიზების მოგების საშუალება. სტუმრები ასევე შეძლებენ შეღავათიან ფასებში გერმანული კერძების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების დაგემოვნებას.
დაიდგმება კარვები, სადაც გერმანული ორგანიზაციები (საელჩო, პოლიტიკური ფონდები, GIZ, KFW და ასე შემდეგ) წარმოადგენენ თავიანთ საქმიანობას საქართველოში.

კარვებში წარმოდგენილი ორგანიზაციები და დაგეგმილი აქტივობები:

კარავი № 1
ორგანიზაციები: გერმანიის საელჩო, KFW-ს ადგილობრივი ოფისი თბილისში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
პროგრამა: ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მრავალფეროვანი ბეჭდური საინფორმაციო მასალა, პოსტერების გამოფენა, კავკასიური სუკულენტების დარიგება, ვირტუალური მოგზაურობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური რეალობის სათვალეებით (დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით).

კარავი № 2

ორგანიზაციები: პოლიტიკური ფონდები – ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)
პროგრამა: ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მრავალფეროვანი ბეჭდური საინფორმაციო მასალა.
როგორ განვითარდება მომავალში თბილისის უბანიპლეხანოვი“ – იგივეახალი ტიფლისი“? ფრიდრიხ ებერტის ფონდის, გოეთეს ინსტიტუტისა დამომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორიისერთობლივ პროექტში გერმანელი და ქართველი ქალაქმგეგმარებლები სტუდენტებთან ერთად შეიმუშავებენ თბილისშიგერმანული უბნისმომავალი განვითარების ხედვას, რისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივ მაცხოვრებელთა ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება. წარმოდგენილი იქნება პროექტის ნიმუშები და გამვლელებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი აზრი. ამასთანავე ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა დახატონ თავიანთი ოცნების უბანი.
Senior Experten Service (SES) წარდგენა: Senior Experten Service (SES) ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს აძლევს თანამშრომლობის შესაძლებლობას გერმანელ სპეციალისტებთან, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ გადასცენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ სფეროში. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში განხორციელებული პროექტები და DWV-ს წარმომადგენელი გაუწევს კონსულტაციას ყველა დაინტერესებულ პირს SES-ით სარგებლის მიღების შესახებ.

კარავი № 3

ორგანიზაციები: საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN), DVV International, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (Sparkassenstiftung)

პროგრამა: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერი იწყება ჩემგან“ საინფორმაციო მაგიდა, ვიქტორინა ადამიანის უფლებების თემაზე და სამახსოვრო პრიზები, DVV International-ის მიერ დაარსებულ ზრდასრულთა განათლების ცენტრებსა და სოციალურ საწარმოებში შექმნილი თექის სათამაშოებისა და სამკაულების გამოფენაგაყიდვა, ASB საქართველოს პროგრამების გაცნობა, ფრაზების სწავლება ჟესტურ ენაზე ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო 203- სკოლის მოსწავლეებთან ერთად, გიფებისა და ფოტოების კამერა (ფოტოების ბეჭდვა უფასოდ, 15:00-დან 16:00-მდე).

კარავი № 4

ორგანიზაციები: საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, World Vision, Deutsche Welle

პროგრამა: საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაგაყიდვა და მასტერკლასი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისეს არ არის ჩემი არჩევანიწარდგენა, პრეზენტაცია DW აკადემიის შესახებ, ტესტი ინფორმაციის თავისუფლებაზე, ვიქტორინა მედიის თვითრეგულირებაზე (პარტნიორი: საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია); მასტერკლასი მობილურ რეპორტინგშივიდეოს გადაღება და მონტაჟი, ასევე ლაივი საკუთარი სმარტფონით (პარტნიორი: ინფორმაციული ცენტრების ქსელი); ვორკშოპი ყალბი ინფორმაციის გამოვლენაზევიდეოსა და ფოტოსურათების ონლაინ გადამოწმება (პარტნიორი: მედიის განვითარების ფონდი)

კარავი № 5

გერმანული კერძები და სასმელები

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები