სააპელაციო სასამართლომ “ბირჟა მაფიას” მეორე წევრიც გაათავისუფლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ბირჟა მაფიას” მეორე წევრი, გიორგი ქებურიაც გაათავისუფლა. სხდომაზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.
შეგახსენებთ, რომ „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი – გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მიხეილ მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან დღეს გათავისუფლდა.
ფოტო: on.ge