„ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

„ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთი წევრი, რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ მიხეილ მგალობლიშვილის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, მისი გათავისუფლება 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან მოხდა.
დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურამ დაეთანხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები