ფოლკლორულ ანსამბლ „ერთობის“ სოლო კონცერტი გაიმართება

14 ივნისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ფოლკლორულ ანსამბლ „ერთობის“  სოლო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ფოკლორული ანსამბლის ხელმძღვანელმა თორნიკე კანდელაკმა განუხადა, ეს იქნება ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო და, იმავდროულად, მესამე აუდიოალბომის წარდგენა.
„ანსამბლი „ერთობა“ 2013 წელს დაარსდა და მისი მიზანია, საარქივო აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით, ქართული ხალხურის სიმღერისა და საეკლესიო გალობის ტრადიციული სტილით შესრულება. ანსამბლში 15 წევრი, ყველა კუთხის შემსრულებლები არიან.
2013 წლიდან მოყოლებული, ანსამბლის ისტორიაში  სერიოზული მასშტაბური კონცერტი პირველად ჩატარდება. რეპერტუარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერას მოიცავს. ანსამბლმა უკვე გამოსცა მესამე აუდიოალბომი და კონცერტთან ერთად მისი წარდგენაც გაიმართება“, – განაცხადა თორნიკე კანდელაკმა.
ანსამბლმა სულ სამი ალბომი გამოსცა, პირველი ალბომი – ფოლკლორული დისკი 2016 წელს გამოვიდა, ასევე 2016 წელს შეიქმნა ქალაქური სიმღერების დისკიც. 2017 წელს კი სტუდიაში „ქართული გალობა“ ჩაიწერა მესამე აუდიოალბომი, რომელის რეპერტუარიც მთლიანად ხალხური სიმღერებია.
14 ივნისს კონსერვატორიაში ამ სამივე დისკის წარდგენა გაიმართება.
ბილეთები იყიდება: TKT.GE-ზე და კონსერვატორიის სალაროში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები