სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი დაინიშნა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების, მიხეილ მგალობლიშვილის პროცესი 14.00 საათზე გაიმართება, გიორგი ქებურიასი კი 15.00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც ცნობილია და პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  საგამოძიებო უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს.
განცხადების მიხედვით, პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე, წარსულში არ არიან ნასამართლევი.
ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრების საქმე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს შეეხება, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამასთან, პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე, გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები