„ჩემი ბედნიერი ოჯახი” ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიალზე „წლის ტიტულის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი” ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე – “ტრანსილვანიის თასი”გადაეცა.
ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე ია შუღლიაშვილი ამავე ფილმში საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიალზეც წარადგინეს და „წლის ფილმის“ ტიტულის მოსაპოვებლად 10 კინოსურათს შორის იბრძოლებს.
ევროპული კინოს 30-ე დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში 9 დეკემბერს გაიმართება.
„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მთავარი გმირი, 52 წლის მანანაა, რომელიც ერთ დღეს მრავალრიცხოვანი ოჯახის მიტოვებას გადაწყვეტს. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ. “ჩემი ბედნიერი ოჯახის“ პრემიერა საქართველოში, შემოდგომაზე შედგება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები