საუბრები ლიტერატურაზე „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ გრძელდება
„აზროვნების აკადემიის“ ორგანიზებით სალონური საუბრები ლიტერატურაზე „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ გრძელდება!
როგორც „კვირას“ წიგნის სახლიდან აცნობეს, მეორე სეზონის ორ შეხვედრას წარმართავს: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანისტი და მთარგმნელი, მაია ფანჯიკიძე. სხვა შეხვედრებს კი გაუძღვენიან: ლევან გიგინეიშვილიდა მწერალი და მთარგმნელი ირაკლი ლომოური.
შეხვედრების თემატიკა მოიცავს სხვადასხვა დიდი მწერლისა და მოაზროვნის: თეოდორ დოსტოევსკის, ალბერ კამიუს, პლატონის, ფრანც კაფკას, რეი ბრედბერის, ანა ფრანკისა და ჰერმან ჰესეს პიროვნებასა და შემოქმედებას:
12 ივნისი – „გამოქვაბულის მითი“ (პლატონის „სახელმწიფო“) – ლევან გიგინეიშვილი;
15 ივნისი – „ტრამალის მგელი“ (ჰერმან ჰესე) – მაია ფანჯიკიძე;
16 ივნისი – „დიდი ინკვიზიტორი“ (დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“) – ლევან გიგინეიშვილი;
19 ივნისი – „სიზიფეს მითი“ (ალბერ კამიუ) – ლევან გიგინეიშვილი;
22 ივნისი – „ანა ფრანკის დღიური“ – მაია ფანჯიკიძე;
23 ივნისი – „მეტამორფოზა“ (ფრანც კაფკა) – ლევან გიგინეიშვილი;
26 ივნისი – „რეი ბრედბერის ფანტასტიკური სამყარო“ – ირაკლი ლომოური;
29 ივნისი – 451 ფარენჰაიტით (რეი ბრედბერი) – ირაკლი ლომოური.
კურსი შედგება 8 შეხვედრისგან, ღირებულება 150 ლარი.
სტუდენტებისთვის – 120 ლარი
შეხვედრის დრო: 20:00-დან – 22:00-მდე
შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია შეავსოთ აპლკაცია: http://bit.ly/2szY3xH
ერთ შეხვედრაზე დასწრების ღირებულება იქნება 25 ლარი. სტუდენტებისთვის კი – 20 ლარი.
ფასში შედის: ღვინო; ყავა; „გურიელის“ 6 სახეობის ჩაი; „ბროტმაისტერის“ ნამცხვრები.
სეზონის პარტნიორები არიან: „გურიელი – Gurieli“, Artarea/Tv2.0, „ბროტმაისტერი“.