ბათუმში 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე სასამართლო დღეს პროკურატურის მოწმეებს მოუსმენს

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესზე მოსამართლე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმეების ჩვენებებს მოუსმენს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, თენგიზ კახიძის განცხადებით, საქმის არსებითი განხილვა, საერთო ჯამში, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება, რადგან პროკურატურას საქმეში ვიდეომტკიცებულებებთან ერთად, 300 მოწმის ჩვენებაც აქვს წარმოდგენილი.
​პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე ჩატარდება. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, წინასწარ პატიმრობაში სულ 20 პირია. მათ ბრალი მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში, პოლიციასა და სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმაში ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები