ჩინური ავიალაინერი სიდნეიში ავარიულად დაფრინდა

China Eastern Airlines-ის ავიალაინერმა ავსტრალიის ქალაქ სიდნეის აეროპორტში ავარიული დაფრენა განახორციელა. თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავში ნახვრეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
Airbus 330 სიდნეიდან შანხაიში მიფრინავდა. ძრავში პრობლემები აფრენიდან ერთ საათში გაჩნდა.
მგზავრების განცხადებით, აფრენიდან ცოტა ხანში მათ უცნაური ხმა გაიგონეს და შემდეგ დამწვრის სუნი იგრძნეს.
ავარიული დაფრენისას არავინ დაშავებულა. ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები