სოსო ოსორაულის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს

კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.
ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ბარამიძეს „კოდორის გამყიდველი“ უწოდეს.
სოსო ოსორაულის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტის შენობასთან გრძელდება.
სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და მეგობრები აქციას მართავენ.
ისინი სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებენ და მფრინავის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქე, თუნდაც ის აფრიკაში იყოს.
მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები