ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ გეგმიური შემოწმებების შედეგად, ტყის მცველების მიერ, ხონი-წყალტუბოს სატყეო უბნის ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა 38.88მ³ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი.
ჯამში, მაისის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილ იქნა სამართალდარღვევის 245 ფაქტი, მათ შორის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – 139, ხოლო სისხლის სამართლის – 106. უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობა შეადგინა 1542,766 მ3. გარემოზე მიღებულმა ზიანის ოდენობამ – 171617,89 ლარი, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე – 26747,05 ლარი, სისხლის სამართლის საქმეებზე – 144870,842 ლარი. მასალები, შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
ეროვნული სატყეო სააგენტო, მსგავსი ტიპის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები