მიანმარში გაქვავებულ გიშერში უძველესი ფრინველის ნეშტი იპოვეს

მიანმარის ჩრდილოეთ ნაწილში გაქვავებულ გიშერში მეცნიერებმა უძველესი ფრინველის ნეშტი იპოვეს. Day.Az-ის ინფორმაციით, გაქვავებულ გიშერში კარგად ჩანს ფრინველის თავი, კისერი, ფრთები და კუდი.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს ფრინველი 66 მილიონი წლის წინ გადაშენდა, ანუ დაახლოებით იმავე პერიოდში, რაც დინოზავრები. აქამდე მეცნიერებს გიშერში გაქვავებული მწერები, ყვავილები და დინოზავრებიც კი შეხვედრიათ, თუმცა ასეთი ფრინველი პირველად არის ნაპოვნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები