1 მილიარდი დოლარის ღირებულების კრუიზული ლაინერი ექსპლოატაციაში შევიდა
ევროპის უდიდესი კრუიზული ლაინერი “MSC Meraviglia” ექსპლოატაციაში შევიდა. მისი ფასი 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ლაინერი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის VR/AR ტექნოლოგიებით. ხომალდი შვეიცარიულ კომპანია “MSC Cruises”-ს ეკუთვნის.
უახლეს გემზე არის თეატრის დარბაზი, 5D-კინოთეატრი, სატელევიზიო სტუდია, „ფორმულა“-1-ის სიმულატორი, სათამაშო აპარატები, ატრაქციონების პარკი, ფიტნესცენტრი, ასევე, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები, აუზები, 12 რესტორანი და კაფე.
ლაინერის სიგრძეა 315 მეტრია, სიმაღლე – 65 მეტრი, წყალწყვა 168 კი ათასი ტონა. მას 5 ათას 714 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.