„ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას, უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში“

“ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ასევე, არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელიც ეხება ბრალდებულის და სხვა პიროვნებების პირად ცხოვრებას.
“ჩვენი პროცესის დახურვის შუამდგომლობის ეტაპზე, ასევე, პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, განვაცხადეთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია კონკრეტული პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები. ყველასთვის ნათელი რომ გახდეს, რა ვიდეოჩანაწერებზეა საუბარი, ვიტყვი, რომ ეს არის ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის შეხვედრები და საუბარი. ამ ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში. ასევე, არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ეხება ბრალდებულის და სხვა პიროვნებების პირად ცხოვრებას”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები