თბილისის ახალი საბავშვო ბაღების ნუმერაცია დასრულდა

თბილისის ხუთ ახალ საბავშვო ბაღს, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება, შესაბამისი ნომრები მიენიჭა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 24 მაისის განკარგულებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა, შესაბამისად, ოფიციალურად განისაზღვრა ახალი ბაღების ნუმერაცია, რაც რეგისტრაციის შემთხვევაში, დაფიქსირდება სააგენტოს ვებპორტალზე.
აღნიშნული განკარგულების მიხედვით, საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლების მეორე ზონაში აშენებულ ახალ ბაღს მიენიჭა ნომერი – 33; ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N6-ში მდებარე ბაგა-ბაღი იქნება N69-ე; საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N23-ში არსებული საბავშვო ბაღი იქნება N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი; ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება N113-ე საჯარო ბაგა-ბაღი; თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში მდებარე ბაღს მიენიჭა სახელწოდება: „ქ.თბილისის წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი“.
ხუთივე საბავშვო ბაგა-ბაღი 2017 წლის სექტემბრიდან შევა ექსპლოატაციაში, რითაც დამატებით, 1500 აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები