იან კელი: ვფიქრობ, „რუსთავის 2“-ის ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემცირებას

“ვფიქრობ, ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემცირებას”, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ “რუსთავი2”-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალ მედიაგარემოს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიაგარემოს საქართველოში და აქ არის ყველაზე თავისუფალი მედიაგარემო რეგიონში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს და ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემცირებას“, – განაცხადა იან კელიმ.
​გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამ წუთებში „რუსთავი 2“-ში თათბირი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები