რუსთავში, ინციდენტის შედეგად, 24 წლის ქალს თავში ქვა ჩაარტყეს – დაშავებული საავადმყოფოშია

რუსთავში მომხდარი ინციდენტის შედეგად, 24 წლის ქალი საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თავში ქვა უცნობმა პირმა ჩაარტყა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ინციდენტი რუსთავში, მე-12 მიკრო რაიონში, გამთენიისას, დილის 5:00 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა და ქალი მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მამაკაცმა ქალს თავში ქვა ჩაარტყა.
სხვადასხვა დაზიანებებით 24 წლის ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აღენიშნებოდა.
გარდა ამისა, პაციენტს გულ-მკერდის არესა და კიდურებზე დაჟეჟილობა ჰქონდა მიღებული.
შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები