10 ფუნტად შეძენილი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი 656 ათას ფუნტად გაიყიდა

ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი, რომელიც ლონდონში მცხოვრებმა ქალმა 10 ფუნტად შეიძინა, აუქციონზე 656 ათას ფუნტად გაიყიდა.
ბეჭდის საწყისი ფასი Sotheby’s აუქციონზე 350 ათასი ფუნტი იყო და ის თითქმის ორჯერ გაიზარდა.
ბეჭედი ქალმა ლონდონის ქუჩის ბაზრობაზე შეიძინა. წლების განმავლობაში ის ფიქრობდა, რომ ეს ბიჟუტერიაა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბეჭედში 26- კარატიანი ბრილიანტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები