ზესტაფონის სპორტის სასახლემ ზურა დეკანოსიძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა
ზესტაფონის სპორტის სასახლემ, კრივში ზურაბ დეკანოსიძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა. ჩემპიონატში 70–ზე მეტი მოკრივე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
ტურნირი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება და მას ზესტაფონი უკვე მეხუთედ მასპინძლობს.