სოფელ ურბნისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება
სოფელ ურბნისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი ბაღი ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
,,ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სოფელ ურბნისში დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები.
ახალი ბაღი აღიჭურვება ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით – მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული სივრცეები, გამწვანებული ეზო, სხვა შიდა და გარე ზონები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებას და კომფორტულ გარემოში აღზრდას.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიური გარემოს შექმნას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.7 მილიონ ლარით ფინანსდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.