ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნიდან დიდი და პატარა მიტარბის გავლით დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნიდან დიდი და პატარა მიტარბის გავლით დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ( I ეტაპი ) დაიწყო.
ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
,,პროექტის ფარგლებში, 2,7 კმ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება, ასევე განხორციელდება სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების და მთის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 1 321 920 შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.