სოფელ რუისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ რუისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება.

მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება.

,,ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სოფელ რუისში დაათვალიერეს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები.

ახალი ბაღი აღიჭურვება ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით – მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული სივრცეები, გამწვანებული ეზო, სხვა შიდა და გარე ზონები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებას და კომფორტულ გარემოში აღზრდას.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიური გარემოს შექმნას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.7 მილიონ ლარით ფინანსდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები