“ვიცხოვროთ სუფთა გარემოში” – კასპში საინფორმაციო კამპანია გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი საინფორმაციო ფურცლების დარიგებას აგრძელებენ. დღეს მათ სოფელ ოკამის, თეზის, ჩანგილარისა და ფერმის მოსახლეობას გადასცეს საინფორმაციო ფურცლები, რომლითაც ისინი საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს გაეცნობიან.
ცნობისათვის, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, გარემოს დასაცავად, გამოიყენოს საქართველოს კანონი – ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც ჯარიმებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები