კასპში ფერმერ ქალთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფერმერ ქალთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა. ასოციაციის თავმჯდომარემ, ირინე ფხოველიშვილმა ისაუბრა ქართული მიწის დაცვის, ფერმერ ქალთა ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ, წარმოადგინა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრინციპების პრეზენტაცია.
შეხვედრაზე, რომელსაც ფერმერები, დამწყები ფერმერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, გაიმართა დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები