ასტრონომებმა გედის თანავარსკვლავედში გავარვარებული პლანეტა აღმოაჩინეს
ამერიკელმა ასტრონომებმა გედის თანავარსკვლავედში გავარვარებული პლანეტა აღმოაჩინეს. მისი ზედაპირი ზოგიერთი ვარსკვლავის ზედაპირზე ცხელია. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი “Nature”-ი აქვეყნებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პლანეტა KELT-9b ვარსკვლავის გარშემო ძალზე ახლო მანძილზე ბრუნავს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ პლანეტა, საბოლოოდ, აორთქლდება. პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა ცელსიუსით 4 ათას გრადუსს შეადგენს, ის ყოველ წამს 10 მილიონი ტონით ორთქლდება. ასტრონომების პროგნოზით პლანეტა მაშინ განადგურდება, როდესაც ვარსკვლავი წითელ გიგანტად გადაიქცევა და მისი ზომა გაიზრდება.