ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მამუკა ღლონტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, მამუკა ღლონტი ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რადგან აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც თითქოს ურეკი დანაგვიანებულია.
ოზურგეთის გამგებელი განმარტავს, რომ მამუკა ღლონტს შეგროვებულ ნარჩენებზე აქვს გადაღებული ფოტო, რომელიც ტექნიკას გააქვს.
“წელს ყველაზე ადრე დავიწყეთ ურეკი-შეკვეთილის დასუფთავება, სამწუხაროდ მთელი მაისი ცუდი ამინდები იყო, ნებისმიერი უამინდობის შემდეგ შეიძლება მსგავსი ფოტოს გადაღება. წელს 40 ადამიანი დავამატეთ სპეციალურად შეკვეთილისთვის, ყველაზე ძლიერ სწორედ აღნიშნული მონაკვეთი ნაგვიანდება. ურეკის ტერიტორია უკვე მოვრჩით და მესამე დღეა შეკვეთილში გადავედით. სწორედ შეგროვებულ ნარჩენებზე აქვს გადაღებული ფოტო რომელიც დილით ტექნიკას გააქვს. უამინდობის შედეგად იყო სწორედ ისეთი ნატანი სანაპიროზე რომელიც მხოლოდ ცოცხალი ძალით სუფთავდება. მამუკა ღლონტი შეგნებულად მიმართავს მსგავს ქმედებას, წინა წელსაც იგივე გააკეთა, მას არ დაუსუფთავეს საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთი რის შემდეგაც შეურაცყოფა მიაყენა თანამშრომლებს. ამ ინცინდენტის შემდეგ მუდმივად ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მე პირადად ვაგებ პასუხს, ყოველ დღე დილის 6 საათიდან იწყებენ სამუშაოს და მაქსიმუმ 5 დღეში არანაირი პრობლემა არ იქნება”,- აცხადებს მერაბ ჭანუყვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები