“ჯორჯიან ეარვეისმა” თბილისი – ლონდონის რეისის პრეზენტაცია გამართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” თბილისი – ლონდონის რეისის პრეზენტაცია გამართა. “ჯორჯიან ეარვეისი” რეისებს ლონდონის მიმართულებით კვირაში ორჯერ შეასრულებს. ​როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა, თამაზ გაიაშვილმა აღნიშნა, ორმხრივი ბილეთის ფასი 280 დოლარიდან იქნება. “მივიჩნევ, რომ ეს საკმაოდ ნორმალური ფასია. ჩვენ ვიწყებთ ასევე პირდაპირ ავიარეისებს პრაღისა და პარიზის მიმართულებით. შემოვიყვანეთ რამდენიმე ახალი ბოინგი და უახლოეს მომავალში კიდევ განვაახლებთ ჩვენს ბაზას. კვირაში ორი ფრენა შესრულდება ლონდონის მიმართულებით, დაინტერესება ნამდვილად არის”,-აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და ბრიტანეთის ელჩი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები