გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარემოსა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ დარბაზის გზისპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. 3-კილომეტრიანი მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერარაზადიშვილმა მიიღო.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქტივობაში მოხალისეობრივად ჩაერთო სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბოლნისის რეგიონული სასწავლო ცენტრიც. მომდევნო დასუფთავების აქცია 9 ივნისს, სოფელ ნახიდურში გაიმართება.
,,უკვე 40 წელზე მეტია, მსოფლიოში 5 ივნისს გარემოსდაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტიც ტრადიციულად, ახორციელებს დასუფთავების აქციას. დღეს სოფელ დარბაზის გზისპირები მყარი ნარჩენებისგან დავასუფთავეთ. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. სწორედ ამის გათვალისწინებით, აქციაში კომუნალურ სამსახურთან ერთად, ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. ჩვენ თვის განმავლობაში, რამდენიმე ასეთ აქციას ინტენსიურად ვახორციელებთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.