ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს პატიმრობის ვადა შეუმცირდათ – რას აცხადებს ადვოკატი

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, შეთანხმების საფუძველზე, ორივე მათგანს სასჯელის ვადა შეუმცირდა. როგორც „კვირას“ ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ განუცხადა, განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს შედგა. ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმების თანახმად, რეალური სასჯელის ვადად ლაშა კურტანიძეს ერთი, ხოლო ლევან როსტოშვილს – სამი წელი განესაზღვრათ. მათივე, 40 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი დაეკისრათ, კურტანიძის შემთხვევაში, სამი, ხოლო როსტოშვილის შემთხვევაში – ოთხი წელი.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ბრალდებულები მანამდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები