მხატვრის, იკონოგრაფისა და ფერმწერის ირაკლი (ერკოლე) თათარაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

საზოგადოებრივ კოლეჯში “სპექტრი” გაიმართა მხატვრის, იკონოგრაფისა და ფერმწერის ირაკლი (ერკოლე) თათარაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით – „სათამაშო“, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. გამოფენაზე მოეწყო პერფომანსი, მოიხატა ქაღალდი სხვადასხვა ნახატებით, მათ შორის ბავშვების ნაბიჯებით. “ის, რომ ამ ქაღალდზე ბავშვის ნაბიჯებია გამოსახული, შემთხვევით არ მომხდარა, ეს არის ნაბიჯები ბავშვებისა, რომლებიც თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ ასე თვალსაჩინოდ ალამაზებენ ჩვენს ცხოვრებას.” – აღნიშნა ირაკლიმ. ირაკლი თათარაძე, ფსევდონომით “ერკოლე” ბავშობიდან ხატავს, მისი პირველი ნამუშევარი იყო ”ჯარისკაცი”, რომელიც ბავშვების დაცინვის საგანი გახდა, თუმცა მან კონკურში გაიმარჯვა და შემდგომში ეს მოვლენა გახდა მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილი, ის ეძებეს სიმართლესა და არა ესთეტიურ სილამაზეს. ირაკლიმ თბილისის ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი და შემდგომ ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია დაამთავრა. მაესტრო ჯოვანის ერთ-ერთი ლექციის დროს, რომელსაც ირაკლი ესწრებოდა და მან თავი წარუდგინა, მაესტრომ აღნიშნა, რომ ირაკლი იტალიურად ნიშნავს ერკოლეს და სწორედ ამან განაპირობა, რომ ერკოლე იქცა მის შემოქმედებით ფსევდონიმად. იგი მუშაობდა პედაგოგიკის მიმართულებით, პერიოდულად აწყობდა გამოფენებს, მისი ძირითადი საქმიანობა კედლის მხატვრობაა. მისი მოხატულია რამოდენიმე ტაძარი, მათ შორის რუსთავის წმინდა შუშანიკის სახელობის ტაძარი. ამჟამად, მუშაობს რუსთავში გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში




კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები