ბრიუსელში ფუძნდება “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის”

 ​ხვალ, 6 ივნისს, ევროპის პარლამენტში გაიმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ახალი ორგანიზაციის “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” დაფუძნებას. ღონისძიებას დაესწრებიან ევროპის პარლამენტარები, ევროკომისიის და სხვა ევროპული ინსტიტუტების, აგრეთვე, დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები. “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის წარმოჩენას, ქართული და ევროპული მთავრობების, ინსტიტუტების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის დაახლოების ხელშეწყობას, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერასა და ინიცირებას და საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას. “საქართველოს, როგორც პატარა, მაგრამ გეოპოლიტიკური პოტენციალის მქონე ქვეყანას, ესაჭიროება მუდმივი სტრატეგიული კომუნიკაცია საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა შეინარჩუნოს ადგილი პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დღის წესრიგში. ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომ მოხდეს ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების მკაფიოდ წარმოჩენა და წარმართვა. სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობას ისახავს მიზნად “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის”, რომელსაც ამთავითვე როგორც ევროპელი, ისე ქართველი დამფუძნებელები ჰყავს და რომელსაც აქტიურად უერთდებიან ევროპელი პოლიტიკოსები, სამოქალაქო და ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები” , -აცხადებს თანადამფუძნებელი თეონა ლავრელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები