„მხოლოდ წარმატებულად ჩაბარება საკმარისი არ არის“- დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტებს მაღალი აკადემიური მოსწრების ჩვენება მოუწევთ

“მხოლოდ წარმატებულად ჩაბარება საკმარისი არ არის და ადამიანმა უნდა გააგრძელოს მაღალი აკადემიური შედეგების ჩვენება”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. განათლების სამინისტრო ახალ სქემაზე მუშაობს, რომელიც წელს იქნება წარმოდგენილი. სქემის თანახმად, დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტებს მაღალი აკადემიური მოსწრების ჩვენება მოუწევთ. “ჩვენ ვმუშაობთ დაფინანსების ახალ სქემაზე. ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა უკავშირდება სწორედ დაფინანსების გაგრძელების დაკავშირებას აკადემიურ მოსწრებასთან, ამის საჭიროება გამოჩნდა. ჩვენ მაღალი ხარისხის საბოლოო შედეგი გვჭირდება, ანუ მხოლოდ წარმატებულად ჩაბარება საკმარისი არ არის და ადამიანმა უნდა გააგრძელოს მაღალი აკადემიური შედეგების ჩვენება. წელს წარმოვადგენთ სქემას და ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან შევა ძალაში”,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები