ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, კობა კობალაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლონდონში მომხდარი ტერაქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ემიგრანტების დიდი ტალღა მიაწყდა ქვეყანას, ვარაუდი იყო იმის, რომ შეიძლებოდა, ტერორისტული აქტების მომხდარიყო. რაც შეეხება საქართველოს, კობალაძის თქმით, საფუძველი იმისა, რომ რაღაც საშიშროების წინაშე ვიდგეთ, არ არსებობს. დეპუტატის განმარტებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, უსაფრთხების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტეს, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრონ. „ ამჟამად, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, უსაფრთხების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების ზომები უფრო გამკაცრდეს. საფუძველი იმისა, რომ რაღაც საშიშროების წინაშე ვიდგეთ, არ არის. ჩვენი ამოცანაა ამ პროცესების ზუსტი და სწორი პრევენცია. ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები, აქედან გამომდინარე, თითოეული სახელმწიფოს, თანამეგობრობის და მსოფლიოს ძირითადი ამოცანაა ანტიტერორისტული ქმედებები. პრიორიტეტულია პრევენცია, რომ არ მოხდეს ტერორისტული აქტი. რაც შეეხება ლონდონის ტერაქტს, როდესაც ამ მხარეს სხვადასხვა ქვეყნებს ემიგრაციის უდიდესი ტალღები მიაწყდა, ვარაუდი იყო იმისა, რომ შეიძლებოდა, რაღაც ტერორისტული აქტების მომხდარიყო. ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა ის, რომ პირველ რიგში, თავისი სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას“, – განაცხდა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები