ზურაბ ალავიძე: ქალაქების სტატუსი არ იცვლება, ქალაქები ქალაქებად რჩება, ცვლილება მენეჯმენტს ეხება

“ქალაქების სტატუსი არ იცვლება, ქალაქები ქალაქებად რჩება, ცვლილება მენეჯმენტს ეხება”, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა. მისი თქმით, თემსა და ქალაქებს ერთად, მმართველობას ერთი მენეჯმენტი გაუწევს, ყველა მუნიციპალიტეტს კი არჩეული მერი ეყოლება.

“ჩვენ უკეთეს მმართველობასა და უკეთეს მენეჯმენტზე ვსაუბრობთ. ამ კუთხით, ინიციატივები გვექნება და შემოდგომაზე სავარაუდოდ, ინიცირებას მოვახდენთ. თვისობრივად ახალ მუნიციპალიტეტებს მივიღებთ. ქალაქების სტატუსი არ იცვლება, ქალაქები ქალაქებად რჩება, ცვლილება მენეჯმენტს ეხება. ერთი მენეჯმენტი ორ მუნიციპალიტეტში განახორციელებს მმართველობას. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. ამ ქალაქებს ბიუჯეტი ერთი თეთრით არ უმცირდებათ, საკრებულოებში წარმომადგენლობაც იგივე ექნებათ. ჩვენ ვართ გამჭვირვალე და პროცესიც გამჭვირვალეა. მივედით იმ ეტაპამდე, რომ დეტალები არასამთავრობო სექტორს გავაცნოთ. ქვეყანაში დეცენტრალიზაცია უკვე გვაქვს. გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც არჩეული მერები და გამგებლები გვყავს. ამ რეფორმის შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში მერები გვეყოლება. მუნიციპალიტეტებში არჩეული საკრებულოები უკვე გვყავს. დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები მიღებული გვაქვს და ყველაფერი ძალიან ჩაბეტონებული რომ იყოს, ეს პრინციპები კონსტიტუციაში გადაგვაქვს”, – განაცხადა ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები