მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც სერესში, „ბალკანების და შავი ზღვის თანამშრომლობის ფორუმი 2017“-ში მიიღო მონაწილეობა.
მაია ბითაძემ ფორუმის მონაწილეებს პოლიტიკის განმახორციელებლის პერსპექტივიდან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ვალდებულების შესრულების თაობაზე ესაუბრა, მათ შორის, გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესების თაობაზე საქართველოში უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ.
კერძოდ, მაია ბითაძე შეეხო ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მნიშვნელობას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა ინდუსტრიული გაფრქვევების სანებართვო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული აქტიური მზადება, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინსტიტუციური განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და გაეროს მიერ დადგენილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გეგმები, რომლებზეც სამინისტრო ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს.
ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა განიხილეს მომავალში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები, ხოლო მაია ბითაძემ, თავის მხრივ, გამოთქვა მზაობა, განხილულ იქნას მომავალში ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები. ასევე, ფორუმის ორგანიზატორების მიერ მაია ბითაძე მიწვეულ იქნა ფორუმის მრჩეველთა საბჭოში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები