„თუ მერის თანამდებობაზე კახა კალაძის კანდიდატურა დადგება, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა“

“კახა კალაძე არის ჩემი მეგობარი და თუ მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დადგება, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ნარმანია აცხადებს, რომ კონსულტაციებში თავადაც არის ჩართული. ​”როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს კონსულტაციები. როგორც კი დასრულდება, შედეგები თქვენთვის ცნობილი იქნება. წინასწარი განცხადებებისგან და შეფასებისგან უმჯობესია, თავი შევიკავოთ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის, ჩემთან დაკავშირებით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები