ალექსანდრე ჯეჯელავ მარიამ ჯაშის ინიციატივაზე: ვფიქრობ, რომ არ მოგვცემს ეს რამე დადებით ეფექტს

 “წინააღმდეგი ვარ ამ ინიციატივის”, – ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, მოსწავლეებს, რომლებიც მე-12 კლასამდე წარმატებით სწავლობდნენ და საატესტატო გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახეს, გამოცდის ხელახლა ჩაბარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ჯეჯელავა თვლის, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელება რაიმე დადებით ეფექტს ვერ მოგვცემს. „წინააღმდეგი ვარ ამ ინიციატივის. წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს, რომ ბარიერიც გადალახოს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არ მოგვცემს ეს რამე დადებით ეფექტს. მეორე მხრივ, მარიამის ინიციატივა ეხებოდა მეორე შანსის მიცემას, ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში. ამას აუცილებლად განვიხილავთ მომავალი წლისთვის. თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, შევეცდებით, რომ ბავშვი არ დაზარალდეს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები