თბილისში ევროპული კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღება შესაძლებელი ხდება

23 ივნისს თბილისში სტარტს აიღებს ქართულ-პოლონური ბიზნესტრენინგების სერია, რომელიც ივნისი-აგვისტოს პერიოდში გაიმართება. პირველი მოწვეული სპიკერი ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი პიტერ სენკუსი იქნება. იგი ჩაატარებს ტრენინგსა და ვორკშოფს თემაზე: „თანამედროვე მსოფლიო და ევროპული ბაზრის გამოწვევები და მოთხოვნები პიარსა და მარკეტინგში“.
ბიზნესტრენინგების სერია კომპანია „სი-არ-დი-ჯი“ -ისა და „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის“ მიერ ინიცირებული პროექტია და მას რეგულარული სახე ექნება. უკვე თბილისში, შესაძლებელია, ტრენინგის მონაწილეები ევროპული კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელები გახდნენ და მას გასცემს „ვარშავის ბ. პრუსის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.“
პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. მოხდება მსოფლიო და ევროპის ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების, ასევე, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. პროექტი გამოირჩეული იქნება თავისი მრავალფეროვანი თემატიკითა და ინტერაქტიული ფორმატით.
„ბიზნესტრენინგის პირველი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რასაც განაპირობებს სპიკერის მრავალმხრივი გამოცდილება, როგორც BPM კონსულტანტის, Data ანალიტიკოსის, ბიზნესანალიტიკოსის, მარკეტინგისა და პიარის ანალიტიკოსის ისეთ სექტორში, როგორიცაა მედიცინა, საჯარო სექტორი, საერთაშორისო კორპორაციები, მათ შორის Volkswagen Group.

აღსანიშნავია ტრენერის, პიტერ სენკუსის გამორჩეული უნარი – რთული თემატიკის გამარტივებული სახით გადმოცემისა და ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება ტრენინგების, ვორკშოფებისა და ქოუჩინგის ჩატარების მიმართულებით. მხოლოდ 2016- 2017 წლებში, მას 50-ზე მეტი ტრენინგი აქვს ჩატარებული. მინდა მადლობა გადავუხადო „ვარშავის ბ. პრუსის სახელობის უნივერსიტეტს“ ჩვენი მაღალი კლასის სტუმრის შერჩევაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის“, – აღნიშნავს ლელა წითლანაძე, კომპანია „სი-არ-დი-ჯი“ -ს დირექტორი, „ მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის“ მენეჯმენტის მიმართულების ტრენერი და პროექტის ხელმძღვანელი.
„დოქტორი პიტერ სენკუსი 17 წელია, მარკეტინგისა და პიარის სფეროში მოღვაწეობს და აქტიურად არის ჩართული ისეთ პროცესებში, როგორიცაა ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კომპანიებში. მის მიერ, სულ ახლახან, წარმატებით განხორციელდა სტანდარტის დანერგვა პოლონეთში სიდიდით მესამე ქალაქ პოზნანის მერიაში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგი გველოდება“, – აცხადებს ნინო ჩუტკერაშვილი, „ვარშავის ბ. პრუსის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენელი საქართველოში და პროექტის ხელმძღვანელი.
ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის 23, 24, 25 ივნისს. ვებგვერდზე www.mmschool.ge კი შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება.
ქართულ- პოლონური პროექტი უერთდება საქველმოქმედო აქციას „აღადგინე“ და ტრენინგის ყველა მონაწილის სახელზე, ბორჯომის განახლებულ ტყე-პარკში ხის ნერგები დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები