პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვებს იწყებს

19 ივნისიდან, პარლამენტის დეპუტატები საკონსტიტუციო პროექტის განხილვას იწყებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.
”ვიწყებთ დოკუმენტის განხილვას სპარლამენტო ფორმატში. მიმდინარე კვირის განმავლობაში, დღეიდან, პარასკევის ჩათვლით, ჩატარდება საკომიტეტო მოსმენები. ამის შემდეგ, დაიწყება განხილვა პლენარულ ფორმატში. ჩვენ გვინდოდა, რომ შემდეგ სესიებზე ჩაგვეტარებინა განხილვები, ანუ 12-26 ივნისის კვირაში, თუმცა ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა ჩაინიშნა 16 ივნისს და მივიღეთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისის კვირაში და გაიმართება პირველი მოსმენით განხილვა. ამის შემდეგ, გადავალთ საკომიტეტო განხილვაზე და მისი დასრულებისთანავე, გაგრძელდება პლენარული განხილვები”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები