ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის პროექტში მთელი რიგი ცვლილებები შევა

“კონსტიტუციის პროექტში საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი რიგი ცვლილებები შევა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ​მისივე თქმით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 16 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები გაიმართება. „ჩვენ უნდა დაველოდოთ ორ რამეს: საკომიტეტო განხილვებს და ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შემდეგ გაცხადდება პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება. დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები, საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაველოდოთ და ამის შემდეგ უკვე გადასინჯული კანონპროექტი გავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები